“შეგჭამთ და გადმოგაფურთხებთ” ყველას ვინც ჩემს ადამიანებს შეეხებით“

182

სალომე უშხვანი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

“ის რაც იცით ან არ იცით..
დიახ ყველა უცოდველი იბადება, და თუ მკითხავს ვინმე გაიხსენეთ იდეალური ადამიანიო ალბათ გამახსენდებ ყველა ბავშვი რომელიც სამყაროს შესწავლის პროცესშია. ერთ ღარიბ ოჯახში დავიბადე, ახლაც მახსოვს ის სვანური “შეშის ფეჩი” რომელიც შეშას ითხოვდა და არ იყო, ახლაც მახსოვს ის ბილიკი სკოლიდან რომ მოვდიოდი და ვლოცულობდი მამა ნასვამი არ დამხვედროდა, ჩემი ოთახი მახსოვს სადაც ვხატავდი, ჩემი წიგნები სადაც ვცდილობდი თავი შემეფარებინა და გავქცეოდი რეალობას რომელსაც არც ერთი ბავშვი არ იმსახურებს, დედა მახსოვს დაუღავი და მამა თავისი ალალი გულით და ცუდი სიმთვრალით. მე და ჩემი ძმის Nikolai Ushkhvani ქალაქ-სოფლობანა მახსოვს სულ რომ მიგებდა, ტექნიკურ საგნებში ჩემზე ძლიერი იყო და მიკვირდა თან მეამაყებოდა, გეოგრაფიაშიც ძლიერი იყო მეც არ ვნებდებოდი , თუ მან ნებისმიერი ქვეყნის დედაქალაქი იცოდა, მე ამაყად ვეუბნებოდი რომ ჩემს ესსეებს მასწავლებელი სამასწავლებლოში კითხულობდა.. ამაყი ვიყავი რომ შემეძლო პერსონაჟების გადმოსახედიდან მექიშპა , პოლემიკაში შევსულიყავი და ცრემლებამდე დამეცვა გმირი რომელიც ჩემს და ერის სიმპათიას იმსახურებდა. ნიკოლაი არის ადამიანი არამარტო ძმა , არამედ ადამიანი, რომელსაც დიდი წვლილი მიუძღვის ჩემი შვილების გაზრდაში, ბევრი რამ გამოიარა ბევრი ბულინგი და დამცირება ადრეული ასაკიდან თავისი განსხვავებულობის გამო რომლიც მე ასე ძალიან მომწონს!! და წამითაც არ დავუშვებ რომ ჩემს გამო მასზე ვინმემ ჰეითი მიმართოს კიი “შეგჭამთ და გადმოგაფურთხებთ” ყველას ვინც ჩემს ადამიანებს შეეხებით, ცხოვრებაში არავინ დაუბულინგებია, პირველი ყვირის და იცავს ცხოველების და ადამიანების უფლებებს, იმ ახალგაზრდის ხმა არის რომელიც საქართველოს ასე ძალიან სჭირდება .და თქვენ ვინც არ იცით რეალობა , ვინც არ მიცნობთ და ისე მაკერებთ იარლიყს, უკან შემოგიბრუნდებათ თქვენი ბოროტების მანქანა, დუმილი იქნება ჩემი პასუხი თქვენს ყველა ხერხზე ჩემს გასაშავებლად, “ ყველას რომ ისე მოექცე, როგორც ეკადრება, არავის არ ასცდება გამათრახება” (შექსპირი).”