“როდესაც გარდაცვლილი შვილის მამა იგებს ამბავს, რომლის იქით ალბათ ტკივილი არ არსებობს, ამ დროს შენ შეგიძლია ამ კაცის გვერდზე, ერთ მეტრში დადგე და ხმამაღლა, თითქმის იყვირო “თქვენ ახლა პირდაპირ ეთერში ხედავთ, როგორ მოვიდნენ გარდაცვლილის მშობლები შემთხვევის ადგილზე” და ეს ითვლებოდეს “პროფესიონალიზმად”, – ამის შესახებ მომღერალი ნოდარიკო ხუციშვილი სოციალურ ქსელში წერს.
“როდესაც გარდაცვლილი შვილის მამა იგებს ამბავს, რომლის იქით ალბათ ტკივილი არ არსებობს, ამ დროს შენ შეგიძლია ამ კაცის გვერდზე, ერთ მეტრში დადგე და ხმამაღლა, თითქმის იყვირო “თქვენ ახლა პირდაპირ ეთერში ხედავთ, როგორ მოვიდნენ გარდაცვლილის მშობლები შემთხვევის ადგილზე” და ეს ითვლებოდეს “პროფესიონალიზმად”, ცუდია ასეთ სამყაროში ცხოვრება.
ჩემი აზრით უბრალოდ ადამიანურად არ უნდა შეგეძლოს, აი ვერ უნდა აკეთებდე ამას. გამართლება ამის იმით, რომ ხალხს აინტერესებს😞. ძაან დასანანია რომ ამას აჯერებენ ახალგაზრდებს, რომ ეს არის მათი საქმე. და ზღვარი ამ ვითომ “პროფესიონალიზმსა” და ადამიანობას შორის საშინლად აცდენლია.
.ძალიან დიდი წილი აქვს ამ ყველაფერს ხალხის ფსიქიურ აშლილობაში. მთავარია პირველი იყო, თქვა და მერე ვისზე როგორ იმოქმედებს, რა მნიშვნელობა აქვს?! მთავარია ხმაურიანი სათაური. გულწრფელად ვიზიარებ, ვინც მსხვერპლია და ჯერა რომ კარგ საქმეს აკეთებს ამითი. გისურვებთ რომ არაფერს, არანაირ საქმეს არ გადაეფაროს თქვენში ადამიანი”, – წერს ნოდარიკო ხუციშვილი.