„ბოლო 1 თვის განმავლობაში ჩემს ცხოვრებაში მოხდა მნიშვნელოვანი ცვლილებები.. მინდა მოგიყვეთ, როგორ დავიკელი 6 კგ დამღლელი დიეტების გარეშე“
მოდელმა ჯანეტ ქერდიყოშვილმა 1 თვეში 6 კგ დაიკლო. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელ ინსტაგრამზე დაწერა და გამომწერებს გაუმხილა საიდუმლო, როგორია მისი ცხოვრების წესი.
„ბოლო 1 თვის განმავლობაში ჩემს ცხოვრებაში მოხდა მნიშვნელოვანი ცვლილებები.
დღეს მინდა გაგიზიაროთ მეთოდი, რომლის მეშვეობითაც ყოველგვარი დამღლელი დიეტების გარეშე, დავიკელი 6 კგ.
ეს არის 5 ძირითადი წესი, რომლის დაცვითაც შევძელი ზედმეტი კილოგრამების მოშორება, სხეულის გაჯანსაღება, ფიზიკური და მენტალური მდგომარეობის გაუმჯობესება.
1) მოვაწესრიგე დღის რეჟიმი და კვების რაციონი, ამოვიღე ტკბილეული, ცომეული და ცხიმიანი საკვები.
2) ფიზიკური დატვირთვის მიზნით დავიწყე სიარული სპორტ დარბაზში
3) კვირაში ერთხელ ვიღებდი დეტოქს წვენებს, ასე ვივსებდი ვიტამინების დეფიციტს.
4) ძილი – აუცილებელია ძილის რეჟიმის მოწესრიგებაც. უძილობა ხელს უშლის ჯანსაღი მეტაბოლიზმის ჩამოყალიბებას, რაც წონის მატებას იწვევს.
• ის კარგია ჭარბ წონასთან საბრძოლველად,
• გამოყავს ზედმეტი სითხე ორგანიზმიდან,
• აჩქარებს ნივთიერებათა ცვლას,
• აუმჯობესებს გუნება- განწყობას,
• აწესრიგებს კუჭ-ნაწლავის მოქმედებას,
• აძლიერებს იმუნიტეტს,
• ხსნის დაღლილობას და სტრესს“, – წერს ჯანეტ ქერდიყოშვილი.