„ჩემი გული არის სავსე.. მადლობა „ვოისს,“ მადლობა ჩემს მწვრთნელს, რომ არის საუკეთესო“

ნინი ბრეგვაძემ ამერიკული The Voice-ის, „knockout“- ის ეტაპზე ცნობილი ჯგუფის Radiohead-ის, ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სიმღერა Karma Police შეასრულა, დანარჩენ ორ კონკურსანტს მოუგო და შემდეგ ეტაპზე გადავიდა.

ამ სასიხარულო ფაქტს მომღერალი სოციალურ ქსელში, კიდევ ერთხელ, ემოციური პოსტით ეხმაურება.

„ჩემი გული არის სავსე, მათ მომცეს ნება მემღერა Karma Police.. მადლობა „ვოისს“ ნდობისთვის და მადლობა მწვრთნელ ნაილ ჰორანს, რომ არის საუკეთესო..,“– დაწერა ნინიმ.

ნინიმ „knockout“- ის რაუნდში, ჟიურისგან დადებითი შეფასებები დაიმსახურა.

„ვოისის“ ოფიციალურმა გვერდმა კი მის გამოსვლას დააწერა: „თუ ვინმეს შეუძლია Radiohead-ის სიმღერა, ეს არის ნინი.“

ასევე იხილეთ