“მადლობა დათო ოქიტაშვილს და მის გუნდს, მჯერა დაუვიწყარი დღე იქნება“

271

ზურა ყიფშიძეს, რომელიც წელს 70 წლის გახდა, ვარსკვლავს 27 ნოემბერს გაუხსნიან. თარიღის შესახებ ინფორმაციას მსახიობის შვილი, მოდელი, ლენუკა ყიფშიძე გვიზიარებს სოციალურ ქსელში და ამავე პოსტში, კულტურის პალატის პრეზიდენტს, დათო ოქიტაშვილს საჯაროდ მადლობას უხდის.

„დათო ოქიტაშვილი ეს ის ადამიანია, რომელიც წლების მანძილზე ცდილობდა გულით და სულით მამას 70 წლის იუბილე და ვარსკვლავი გაეხსნა მარჯანიშვილის თეატრის წინ.

 უბედნიერესი ვარ, მე პირადად და მინდა უღრმესი მადლობა გადავუხადო ბატონ დავითს და მის გუნდს.

 

 

მჯერა, 27 ნოემბერს დაუვიწყარი დღე იქნება“, – წერს ლენუკა ყიფშიძე.