ცნობილ ჟურნალისტს სოფიკო ნარჩემაშვილს „გოგოლა კალანდაძის რუბრიკა“ სახლში, ქიაჩელის ქუჩაზე ესტუმრა, სადაც სოფიკომ საყვარელი ნივთების, ფოტოებისა და სამომავლო გეგმების შესახებ ისაუბრა.
სოფიკო ნარჩემაშვილმა ასევე ისაუბრა, რატომ მიიღო „რუსთავი2“-ის დატოვების გადაწყვეტილება.
„ჩემთვის ძვირფასი არიან ის ადამიანები, ვინც იქ დარჩნენ, ბევრისგან კარგი, ბევრისგან კი ცუდი მახსოვს.. სხვა ღირებულებებით ვცხოვრობ, თუ არ ვცხოვრობ სწორად და ჩემს თავში ეჭვი მეპარება, იქ ჩემი ადგილი აღარ არის.
ძალიან ბევრი სამსახური იყო ჩემს ცხოვრებაში, მაგრამ რატომღაც ისე მოხდა, რომ მაინც ვბრუნდებოდი ტელევიზიაში.
კი, ბავშვები უნდა მოვიდნენ ახლები, ბევრი უნდა ისწავლონ, საუკეთესო ახალგაზრდობა გვყავს და გადასარევი ბავშვები მუშაობენ იქაც, მაგრამ ჩემს განვლილ გზას და გამოცდილებას, რაღაცნაირი, სხვანაირი მოფრთხილება სჭირდებოდა და მე ეს ვერ დავინახე“, – აცხადებს სოფიკო.