“სხვა დროს ლოყები ნაკლებად ამიღაჟღაჟეთ, აღარ ვარ მაგფერი ბუთქუნა“ – რას წერს ზურა შევარდნაძე?

211

ცნობილი მებაღე, „გარდენია შევარდნაძის“ დამფუძნებელი ზურა შევარდნაძე სოციალურ ქსელში ბაღის პატარა სტუმრის მიერ დატოვებულ ნახატს აქვეყნებს და წერს:

“როგორ არ ვიყო ბედნიერი?

ბაზარში ვიყავი დილით, რომ დავბრუნდი თანამშრომლებმა დამახვედრეს, მწვანე გაკვეთილზე სტუმრად მოსულ პატარა გოგონას დაუტოვებია…

იცით რამდენი დამიგროვდა? 

ჩემო საყვრლებო გთხოვთ თქვენი სახელი და გვარები დააწეროთ თუ კიდევ დამხატავთ მე და ჩემს ბაღს.

გაზაფხულზე უსათუოდ გავაკეთებ გამოფენას და დაგპატიჟებთ მშობლებთან და მასწავლებლებთან ერთად. ძალიან მიყვარხართ და ბედნიერი ვარ თქვენი გულწრფელი სიყვარულით. 

სხვა დროს ლოყები ნაკლებად ამიღაჟღაჟეთ , აღარ ვარ მაგფერი ბუთქუნა – წერს ზურა შევარდნაძე.