“შეიძლება მართლა არ მიხდებოდა, მაგრამ ასეთი ერთკვირიანი გლეჯა შეიძლებოდა ამაზე? იმდენი ვინერვიულე, გავხდი“

448

მომღერალმა ბაბი კირკიტაძემ, რომლის საკონცერტო ჩაცმულობამ თბილისში გამართულ ერთ-ერთ კონცერტზე არაერთგვაროვანი გამოხმაურებები გამოიწვია, მის გარშემო ატეხილ აჟიოტაჟზე კიდევ ერთხელ, ამჯერად, გადაცემაში „დღის პოსტი“ ისაუბრა.

„გახსოვთ, რა ამბავი ატყდა, ისე რომ დავფიქრებულიყავი, ხომ არ ჩავიცვამდი.. ეს ვარდისფერი კომბინიზონი, ღია, გამჭვირვალე თვლებით, ჩემმა მეგობარმა დიზაინერმა, ზაფხულში მაჩუქა.

ზაფხულის კონცერტზე მეცვა, თუმცა მაშინ ასეთი აჟიოტაჟი და ხმაური არ გამოუწვევია. შემდეგ, ვიფიქრე, კლუბშიც ჩავიცვამ, მოუხდებათქო, უბრალოდ, რა ვერ განვსაზღვრე იცით? ზაფხულის შემდეგ 7 კილო მაქვს მომატებული.. თან, გამჭვირვალე რომ არ ყოფილიყო, შიგნით კიდევ ელასტიკი ჩავიცვი.. იმ დღის მერე იმდენი ვინერვიულე, გავხდი.

გაოგნებული ვიყავი, როგორ შეიძლებოდა, რომ სამოსს ამხელა აჟიოტაჟი გამოეწვია, კი ბატონო, შეიძლება მართლა არ მიხდებოდა, ვიღაცებისთვის მიხდებოდა, ვიღაცებისთვის – არა. ასეთი ერთკვირიანი გლეჯა შეიძლებოდა ამაზე?

თათას სთხოვეს ხელი და ამან გადაფარა, თორემ ყბაში ვიყავი ამოდებული“