“ჩემი მოტივაციაც ხარ, მადლობა ყველა ქართველის სახელით!“

ამერიკაში მცხოვრები მომღერალი, ნინი შერმადინი ამერიკულ Voice-ში ნინი ბრეგვაძის შთამბეჭდავ გამოსვლას ეხმაურება და ქართველ კოლეგას მორიგ წარმატებულ ნაბიჯს ემოციური პოსტით ულოცავს.

გუშინ, ამერიკულ Voice-ში ქართველი ვარსკვლავი სიმღერით „River“ წარდგა, სცენაზე ნამდვილი ფურორი მოახდინა და 12 საუკეთესო მონაწილეს შორისაც მოხვდა.

 „ღმერთო! პირველივე ლაივზე ვთქვი, რომ ეს გოგო არის ვოისის გამარჯვებული! ნინი ნამდვილი ვარსკვლავი ხარ! მიხარია, ვამაყობ და მიყვარხარ ძალიან! კიდე მეტს ვიტყვი ჩემი მოტივაციაც ხარ! მადლობა ყველა ქართველის სახელით!“, – წერს ნინი შერმადინი.

 

აღწერილობა არაა ხელმისაწვდომი.

ასევე იხილეთ