“მოვიდა ჩემი ბიჭი, ისევე როგორც მაშინ, სოხუმში“ – 40 წლის შემდეგ ნაპოვნი სიყვარულის გაგრძელება

310

მათი სიყვარულის ისტორია 1982 წელს დაიწყო და 2 წელს გაგრძელდა, მერე ემზარი ჯარში გაიწვიეს… ომი დაიწყო და მათი გზები გაიყარა…ერთმანეთს 40 წლის შემდეგ, სოციალურ ქსელში ისევ გადაეკვეთნენ და ამჯერად სამუდამოდ… ემზარმა ნინოს ხელი სთხოვა…

„ზღაპრის ბოლო კეთილიაო, ასეა ნათქვამი და ასეც იქნება! სულ მალე, ჩვენთვის ერთ ამოსუნთქვაში და თქვენთვის არ ვიცი… სულ მალე, ზღაპრის ბოლო კეთილად დასრულდება. 40 წლის შემდეგ, ჩემს გოგოს ჩავეხუტები რეალში! აუუ, დღეებს, საათებს და წუთებს  ვითვლით მე და ნინო“ – წერდა ემზარ ჯღარკავა სოციალურ ქსელში და ეს დღეც დადგა.

„მოვიდა ჩემი ბიჭი, ისევე როგორც მაშინ, სოხუმში და მითხრა ,,ნინო, მე მოვედი” მომკიდა  ხელი და   გავუყევით ჩვენი ცხოვრების გზას“ – წერს ნინო კვარაცხელია სოციალურ ქსელში.