“დიდი მადლობა 26-წლიანი სიყვარულისთვის“ – ნინო ცქიტიშვილისა და ვატო ნაცვლიშვილის რომანტიკული ვოიაჟი ფლორენციაში
სამოდელო სააგენტოს მფლობელი ნინო ცქიტიშვილი და კალათბურთელი ვატო ნაცვლიშვილი უკვე 26 წელია, რაც ერთად არიან.
ამ შესანიშნავი თარიღის აღსანიშნავად მათ ფლორენციაში გამგზავრება გადაწყვიტეს, სადაც თავიანთი ურთიერთობის 26 წლის იუბილე აღნიშნეს.
„დიდი მადლობა 26-წლიანი სიყვარულისთვის“, წერს ნინო და აქვეყნებს ფოტოს მეორე ნახევართან ერთად.
აღსანიშნავია, რომ ნინო ცქიტიშვილი შესანიშნავად გამოიყურება შავ მოკლე კაბასა და ქუსლიან ფეხსაცმელში.
„გილოცავთ, კიდევ ბევრი 26 წელი გაგეტარებინოთ ერთად“, სწერენ ცნობილ წყვილს.