“ჟოზეს სახელს ნუ იყენებ უნებართვოდ. მისი ვიზუალი, მუსიკა და სახელი არის სტუდია ველოსიპედის საკუთრება“
ჟირაფი ჟოზეს შექმნელი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
“ჟოზეს სახელს ნუ იყენებ უნებართვოდ.
მისი ვიზუალი, მუსიკა და სახელი არის სტუდია ველოსიპედის საკუთრება.
🦒 ჟოზეს შექმნაში და პოპულარიზაციაში დაიხარჯა ძალიან ბევრი ადამიანის დრო, ენერგია, შრომა, ნიჭი და პროფესიონალიზმი!
🦒 ჟოზეს შექმნაში და პოპულარიზაციაში დაიხარჯა ძალიან ბევრი ფული!
მისი სახელის და ვიზუალის უნებართვოდ გამოყენება არის ამ შრომის უპატივცემულობა და ჩვენი უფლებების უხეში დარღვევა,
რომელიც, ისჯება კანონით.
🔐 ჩვენი სტუდიის საავტორო უფლებებს იცავენ ძალიან გამოცდილი ადვოკატები,
ამიტომ
გთხოვთ, გაითვალისწინეთ,
რომ ასეთი შემთხვევები არ დარჩება რეაგირების გარეშე!
⚠️ გთხოვთ, პატივი ეცით ჩვენს ინტელექტუალურ საკუთრებას და დაიცავით კანონი!
სხვისი შრომით შემოსავლის უნებართვოდ მიღება არ არის სწორი 🙂 არც იურიდიულად და არც წმინდად ადამიანურად.”