“ვაპირებ რუსთავის მაჟორიტარ დეპუტატობის კანდიდატად ჩემი თავის წარდგენას”

305

ადვოკატი ალექსანდრე კობაიძე რუსთავში კენჭისყრას აპირებს. ამის შესახებ მან, სოციალურ ქსელში დაწერა. 

“მოკლეთ ვიტყვი: ვაპირებ რუსთავის მაჟორიტარ დეპუტატობის კანდიდატად ჩემი თავის წარდგენას. ვიცი ბევრს არ გაგიხარდებათ, მაგრამ ვისაც გაუხარდება ჩემი მაჟორიტარობა იქნება გარანტი, რომ რუსთაველების პრობლემების მოსაგვარებლად შევძრავ მთელ პარლამენტს, სანამ კონკრეტული პრობლემების გადაჭრა არ მოხდება. ჩემი მეშვეობით პარლამენტში იქნება ტრიბუნა, რითაც ყველა რუსთაველს შეეძლება ჩვენი ქალაქის განვითარებისთვის ნებისმიერი პრობლემის/იდეის გაჟღერება.✌️
მოკლედ არჩევანი თქვენზეა.
P.S. თუ არადა ვიაროთ ერთ წრეზე….”