როგორ უნდა უყვარდეთ ერთმანეთი ცოლ-ქმარს? – ამის შესახებ თბილისის ვაკის მაცხოვრის ფერიცვალების სახელობის ტაძარის წინამძღვარი მამა შალვა კეკელია ქადაგებს.
„იმიტომ კი არ თხოვდები რომ შენს მეუღლეს ემსახურო, არამედ იმიტომ, რომ ერთად იცხოვროთ მთელი ცხოვრება ჰარმონიულად, ერთმანეთის სიყვარულში.
პრობლემები იწყება მაშინ, როდესაც წყვილები ერთმანეთს ირჩევენ იმისთვის რომ იმსახურონ. ცოლი მოჰყვათ იმისთვის, რომ ქმარს მოემსახურონ ეს არასწორია.
თქვენ ჯვარს იწერთ, რადგან მთელი ცხოვრება ერთად უნცდა იცხოვროთ, თუმცა, როდესაც ადამიანი ცხოვრებას ეგოზე აწყობს, რაც მე მინდა, რაც მე მაწყობს იმას გავაკეთებ, აი ესაა პრობლემა.
თქვენს შვილებს არ დასჭირდებათ დარიგება თუ თქვენ ჰარმონიულად იცხოვრებთ. თქვენს შვილებს პრობლემები, კომპლექსები არ იქნებათ პირიქით ბედნიერები იქნებიან თუ აჩვენებთ სიყვარულს.“- განაცხადა მამა შალვა კეკელიამ.