13 წელია ერთად ვართ… დათმობა და ხელშეწყობაა ნამდვილი სიყვარული, როცა მეუღლის ბედნიერებისთვის შეგიძლია გარკვეულ დათმობაზე წასვლა“

8,348

მსახიობმა ანკა ვასაძემ „რადიო ფორტუნას“ კითხვებს უპასუხა და ოჯახის შესახებ ისაუბრა.

„რა თქმა უნდა, ძალიან საპასუხისმგებლოა ცნობილი ოჯახის ყოლა, თუმცა მე ზედმეტი მომდიოდა, რადგან ძალიან ვუფრთხილდები ოჯახის რეპუტაციას და მეშინოდა, რაიმე ცუდი არ ეთქვათ ჩემზე. ალბათ, ასეთი განცდაც არ ღირს, რადგან ადამიანი მხოლოდ საკუთარ თავზეა პასუხისმგებელი და არაა საჭირო ზედმეტად დათრგუნვა.

ჩემი მეუღლე, გიორგი, ეკონომისტია. მართალია, თავიდან ძალიან გაუჭირდა, მაგრამ 13 წელია ერთად ვართ და მგონი, უკვე შეეჩვია, მით უფრო, რომ პანდემიის და იძულებითი პაუზის ფონზე თვითონ დარწმუნდა, რამდენად მნიშვნელოვანია ჩემთვის თეატრი.

ბავშვობიდან მსახიობობაზე ვოცნებობდი. ჯერ მეშინოდა, რომ ვერ ჩავაბარებდი, მერე განვიცდიდი, რომ რეჟისორების მოთხოვნებს ვერ დავაკმაყოფილებდი. ვფიქრობ, ძალიან გამიმართლა, რადგან ბავშვობის ოცნება ავისრულე და, რა თქმა უნდა, ამას ჩემი მეუღლეც ხვდება.

სწორედ დათმობა და ხელშეწყობაა ნამდვილი სიყვარული, როცა მეუღლის კარგად ყოფნის, ბედნიერების გულისთვის შეგიძლია გარკვეულ დათმობაზე წასვლა,“ – ამბობს ანკა ვასაძე.