„ლაშა იმდენად უბრალო, უშუალო და ყურადღებიანია, ხანდახან ვეუბნები არ მჯერა ასეთი წარმატებული რომ ხარ თქო“
ქართველი სპორტსმენი ლაშა ტალახაძე გადაცემა „ჩვენი ოჯახს“ ოჯახთან ერთად სტუმრობდა.
ლაშას მეუღლემ ანუკი დემურიამ მასზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ძალიან თავმდაბალი ადამიანია.
„ლაშა იმდენად კომფორტული ადამიანია, უბრალო უშუალო და ყურადღებიანი – ხანდახან ვეუბნები არ მჯერა ასეთი წარმატებული რომ ხარ და ამდენს მიაღწიეთქო..“ – ამბობს ანუკი.
ლაშას თქმით, მისთვის მნიშვნელოვანი დღევანდელი დღეა და მომავალს არ გეგმავს.
„მომავალს არ ვგეგმავ, ვცდილობ რომ ყოველი დღე რომელიც უფალმა მაჩუქა მაქსიმალურად გამოვიყენო,“ – ამბობს ლაშა.