“პარტიისა და ხალხის გულებიდან მოულოდნელად წავიდა ამხანაგი ბადრი შუბლაძე“ – რას წერს გრიგოლ ონიანი?

273

საზოგადოება ,,სტალინელის” თავმჯდომარე, გრიგოლ ონიანი ბადრი შუბლაძის „ნაციონალური მოძრაობიდან“ წასვლას სოციალურ ქსელში ხუმრობანარევი პოტით ეხმიანება:

მიმდინარე წლის 11 დეკემბერს პარტიისა და ხალხის გულებიდან მოულოდნელად წავიდა ამხანაგი ბადრი შუბლაძე.

“პარტიიდან და ხალხის გულებიდან მის წასვლას ღრმა მწუხარებით გამოეთხოვა ქართველი ხალხი და ნაცმოძრაობის პარტიის ხელმძღვანელი ბირთვი და  ფიცი დადო  ამხანაგ ბადრი შუბლაძის წინაშე:   

მიდიოდა რა ჩვენგან ამხანაგი ბადრი შუბლაძე, გვიანდერძა _  ღირსეულად  დავიცვათ  საქართველოს ახლად აღმომჩენი და გადამრჩენი მიხეილ სააკაშვილის შარავანდედით მოსილი სახელი.

– ვფიცავთ, ამხანაგო ბადრი, ღირსეულად შევასრულებთ   თქვენს ამ ანდერძს!

გვტოვებდა რა ამხანაგი ბადრი, გვიანდერძა_  შევინარჩუნოთ და გავაძლიეროთ პატიმართა გაუპატიურება და წამება.

– გეფიცებით თქვენს სახელს, ამხანაგო ბადრი, კიდევ უფრო გავაძლიერებთ თქვენი დანაბარების ზუსტად შესრულებას!

როდესაც გვტოვებდა ამხანაგი ბადრი  შუბლაძე, გვიანდერძა _  მთელი ძალით გავაძლიეროთ ნაციონალური მოძრაობა დაშინების, შანტაჟის, ბიზნესის დაყაჩაღებისა  და პირადი ქონების მიტაცების საშუალებებით.

– ვფიცავთ თქვენს უკვდავ სახელს _   კიდევ მეტ ქონებას ჩამოვართმევთ,  ძველად თუ ახლად შეძენილ უძრავ თუ მოძრავ ქონებას ყველას, ვინც ხმას არ მისცემს ქვეყნის აღმშენებელ ნაციონალურ პარტიას!

მიდიოდა რა ჩვენგან ამხანაგი ბადრი შუბლაძე, გვიანდერძა _  მკაცრი კონტროლი გაუწიეთ ხალხს, არ მოხნან და არ მოთესონ მიწა, არ ააშენონ  ქარხნები და ფაბრიკები; გააძლიერეთ და გაზარდეთ  საჯარიმო ტარიფები. ვისაც არ ექნება გაკეთებული უსაფრთხოების ღვედები, შეგიძლიათ იმავე ღვედებით ჩამოკიდოთ მძღოლი უახლოეს ხეებზე თუ ელექტრო ბოძებზე.

– ვფიცავთ შენს სახელს, უნაკლოდ შევასრულებთ თქვენს ამ ანდერძსაც!

სააკაშვილმა არაერთხელ გაგვაფრთხილა,  გავაძლიეროთ პოლიცია და სპეცრაზმი, რათა რუსთაველზე არ მივცეთ ხალხს ამოსუნთქვის საშუალება.  გავაძლიეროთ ადამიანების პირადი ცხოვრების ფარული ვიდეო გადაღებები და გამოვიყენოთ ისინი ადამიანების დასაშანტაჟებლად.  ხოლო ვინც ხელს შეახებს პოლიციელს, ან სპეცრაზმელს,  ნულოვანი ტოლერანტობა მათ მიმართ.

__ ყველა ციხეში!  __  ყველა ციხეში!

– გეფიცებით თქვენს ძვირფას სახელს, უნაკლოდ შევასრულებთ თქვენს ამ ანდერძსაც!

და ბოლოს, მიდიოდა რა ჩვენგან ყველა ჩვენგანის  უსაყვარლესი და უახლოესი მეგობარი ბადრი შუბლაძე,  გვიანდერძა _   თვალის ჩინივით გაუფრთხილდით პარტიის ერთიანობას და მის წმინდა სახელს, რომლის საძირკვლის ჩამყრელი და ყველა გამარჯვების სულისჩამდგმელი და ბაირახტარი საქართველოს უპირველესი პრეზიდენტი – მიხეილ სააკაშვილია. 

ამხანაგ ბადრი შუბლაძის პარტიიდან და ხალხის გულებიდან გასვლის  გამო ფიცის ტექსტი შეადგინეს შემდეგმა ამხანაგებმა:

გიგა ბოკერია,  თამარ ჩერგოლეიშვილი,  გია ბარამიძე, გრიგოლ ვაშაძე, ნუგზარ წიკლაური, ხატია დეკანოიძე, ანი წითლიძე, კობა ნაყოფია, ლევან ვარშალომიძე, რომან გოცირიძე, გუბაზ სანიკიძე, თამარ კორძაია, თინათინ ბოკუჩავა და ლევან ხაბეიშვილი. 

და ბოლოს, სამძიმრის დეპეშას აგზავნის გრიგოლ ონიანი:

ამხანაგო ბადრი, მსუბუქი იყოს თქვენთვის და თქვენი პარტიისათვის ის მიწა, რომელსაც ქართველი ხალხი გულზე დაგაყრით 2024 წლის არჩევნებზე – წერს გრიგოლ ონიაანი.