„ამაზე მეტი საშინელება მხოლოდ მძაფრსიუჟეტიან ფილმებში მქონდა ნანახი…“

238

წყალტუბოში, ოტია იოსელიანის სახლ-მუზეუმში ხანძარი იყო. ინფორმაციას და კადრებს სოციალურ ქსელში იოსელიანების რძალი ნუცა ცისკარიშვილი ავრცელებს.

მისივე ცნობით, ცეცხლი მუზეუმის ზედა ნაწილში გაჩნდა. მწერლის რძალი ამბობს, რომ სახანძრო დროულად მივიდა და მეხანძრეების დახმარებით, მუზეუმი გადარჩა.

„ბუხრის საკვამურიდან გადავიდა სახურავზე ნაპერწკალი, რამაც გამოიწვია გამომშრალი ხის წვა. საბედნიეროდ, გადავრჩით, ძალიან მცირე ნაწილია დაზიანებული და ექსპონატებიც დიდად არ შელახულა.

არ იყო განზრახ გაჩენილი ხანძარი, არც დიდი დაუდევრობა მომხდარა. იყო პატარ-პატარა შეცდომების ბრალი, რომელზეც ხმამაღლა ვისაუბრებთ, რომ არც ერთ ბუხრიან სახლში იგივე არ განმეორდეს.

ყველაფერი კარგად არის, არავინ დაზიანებულა და სახლ-მუზეუმს არანაირი საშიშროება არ ემუქრება, – ამბობს ვიდეოში ნუცა ცისკარიშვილი.