ინფლუენსერი, თი მაჭავარიანი სოციალურ ქსელში დედასთან დაკავშირებულ კითხვას პასუხობს და ამბობს, რომ მასთან არანაირი კომუნიკაცოა არ აქვს.
„ამაზე საუბარი არ მიყვარს. ერთადერთი, რისი თქმაც შემიძლია არის ის, რომ არანაირი ურთიერთობა და კომუნიკაცია მასთან არ მაქვს და სავარაუდოდ, ასე გაგრძელდება ძალიან, ძალიან დიდხანს.
ძალიან გთხოვთ, ამის გამო ნუ გამკიცხავთ და განმსჯით, ასე მომიწია ცხოვრებაში. ახლა ბევრად უფრო კარგად ვგრძნობ თავს… ასე მირჩევნია,“ – თქვა თი მაჭავარიანმა.