“ეს იყო ზღაპრული ახალი წელი დიდი აფეთქებასავით, მახსოვს რომ ბევრი ვიტირე”

174

მომღერალი ნოდიკო ტატიშვილი მთავარი არხის რუბრიკაში: „რა მოხდა ერთხელ ახალ წელს“ იხსენებს მის ცხოვრებაში დასამახსოვრებელ მოვლენას, რომელიც ახალ წელს უკავშირდება.

მე ვარ ადამიანი, რომელსაც სჯერა, რომ ნატვრა რომელსაც ჩაუთქვამ აუცილებლად მიაღწევ, ამისთვის მთავარია მართლა გულით გინდოდეს.

ერთხელაც 2009 წელს ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში მოხდა ძალიან დიდი ამბავი ჩემთვის, ძალიან მასშტაბური ტრამპლინი იყო „ჯეოსტარი“ 2009 წლის ახალი წელი, ჩემთვის ყოველთვის დარჩება ჯადოსნურად, რადგან  გამომაცხადეს რომ გავხდი გამარჯვებული.

ეს იყო ზღაპრული ახალი წელი დიდი აფეთქებასავით, მახსოვს რომ ბევრი ვიტირე,“ – იხსენებს ნოდიკო.