“სასწრაფოს მანქანაში მითხრა…” – რატომ ატირდა პაატა გულიაშვილმა ინტერვიუს დროს?

248

მსახიობი და ტელეწამყვანი პაატა გულიაშვილი „დილა მშვიდობისა საქართველოს“ რუბრიკაში დედის შესახებ ემოციურად საუბრობს და აქვე, მამის დატოვებულ; ანდერძს იხსენებს.

„მახსოვს, მამას პირველი სერიოზული შეტევა რომ ჰქონდა, სასწრაფოს მანქანაში საკაცეზე იწვა და თვალები ჰქონდა დახუჭული… რომ მივედი, ხელზე ხელი მომკიდა და გამომხედა, რამე რომ დამემართოს, ჩემს შეყვარებულს გაუფრთხილდიო… ვუფრთხილდები.

მე როცა გავჩნდი, დედა 16 წლის იყო, 5 იანვარს 63 წლის გახდა. მეხსიერებაში სულ პატარაა, ერთად გავიზარდეთ. რაც მამა გარდაიცვალა, რადიკალურად შეიცვალა ჩვენი ურთიერთობები.

ახლა თელავში მარტოა… ძალიან აქტიური ქალია, თეატრში მუშაობს. ამ ასაკშიც კი სწავლობს, ბევრი პროფესია აქვს.

ერთადერთი ადამიანია თეატრში, რომელიც თეატრალური მიმართულებით გრიმიორია. კახეთში ვინმე სხვა არც არის. თაობები გაზარდა, არაქართულ ენოვან ბავშვებს ქართული ასწავლა, ზოგი საზღვარგარეთ წავიდა, იქიდან ურეკავენ… უნივერსიტეტში დადგემბს აწყობს, ბოლო ზარებს აკეთებს… მიხარია, დიდხანს უნდა მყავდეს, სტიმულს მაძლებს….“ – ამბობს პაატა გულიაშვილი.