“ფეხმძიმედ რომ დავრჩი, 6 თვე არავისთვის მითქვამს“ – ქალი, რომელიც 22-წლიანი ბრძოლის შემდეგ, 54 წლის ასაკში დედა გახდა
გადაცემა „დილა მშვიდობისა საქართველო“ ლია ჭავჭავაძეს სტუმრობდა, რომელიც შვილს 22 წლის განმავლობაში ელოდებოდა და 54 წლის ასაკში, ნანატრი შვილი შეეძინა.
„მთელი სულით და გულით მინდოდა ვყოფილიყავი დედა. ძალიან ცუდად ვიყავი, დეპრესიაც მქონდა, მაგრამ იმ დონეზე მინდოდა, რომ ვიძახდი, მაინც გავაჩენ..
მინდა ყველას ვუთხრა, არ დაყარონ ფარ-ხმალი, იბრძოლონ და ყველაფერი გამოვა.
როცა გავიგე, რომ ფეხმძიმედ ვიყავი, ემოციას ვერ ვმალავდი.. მთელი 6 თვის მანძილზე არავისთვის არ მითქვამს..
მინდა, რომ კარგი ბიჭი გაიზარდოს“, – ამბობს ლია ჭავჭავაძე.