UFC-ის ქართველ მებრძოლს, მერაბ დვალიშვილს ავტომობილიდან საფულე მოჰპარეს. ამის შესახებ მებრძოლი სოციალურ ქსელში წერს და სათვალთვალო კამერების მიერ გადაღებულ კადრებს ავრცელებს.
„შენი სახლი უნდა იყოს უსაფრთხო ადგილი. წუხელ არ დავკეტე მანქანის კარი და ზოგიერთი არარაობა ჩემს სამეზობლოში სწორედ ამას ამოწმებდა. საფულე მომპარეს, შემდეგ კი მანქანის მოპარვის მიზნით დაბრუნდნენ, თუმცა ჩემმა მეზობელმა დაუყვირა და ისინი ლაჩრებივით გაიქცნენ! ვეგასელები არიან.. თუ ვინმეს იცნობთ ამ სურათებში/ვიდეოში.. შემატყობინეთ. სახლებში მივაკითხავ და საქმეებს მივხედავ“ – წერს მებრძოლი.