ცნობილი ტენორის, ოთარ ჯორჯიკიას მომღერალი მეუღლე, მარიამ ნაჭყებია ჟურნალ „თბილისელების“ კითხვას პასუხობს იმის შესახებ, თუ როგორი ურთიერთობა აქვს დედამთილთან:
„არ შეიძლება, გიყვარდეს მეუღლე და არ გიყვარდეს მისი მშობელი, ანუ არ გქონდეს მასთან ნორმალური ურთიერთობა. არ არის აუცილებელი, დედაზე მეტად შეიყვარო, ეს ჯანსაღი არ არის, მაგრამ კარგ ურთიერთობას წინ არაფერი უდგას. ჩემი დედამთილი ძალიან მიყვარს. ის ჩემი შვილების ბებია, მეუღლის დედა და ჩემი დიდი მეგობარია. რა თქმა უნდა , გვაქვს ზღვარი და ჩვენ არ ვართ დაქალები, თუმცა ჩემთვის უსაყვარლესი ადამიანია და მიხარია, რომ მასაც ვუყვარვარ. ერთმანეთს დიდ პატივს ვცემთ…“