თქვენი და ზურას მყარი ოჯახის საიდუმლო რა არის? – ნახეთ რას პასუხობს სალომე ღვინიაშვილი

243

ტელეწამყვანი და მოდელი სალომე ღვინიაშვილი გამომწერების კითხვებს პასუხობს.

თქვენი და ზურას მყარი ოჯახის საიდუმლო რა არის?

„საიდუმლო არ არსებობს, მთავარი ალბათ სიყვარულია. თუმცა სიყვარულის გარდა კიდევ ბევრი ფაქტორია აუცილებელი. მეგობრობა მაგალითად, გამუდმებით პრანჭვა, რომ ის ქიმია  არსად გაქრეს. დათმობებზე წასვლა, პრობლემების ერთად მოგვარება და არა პრობლემებისგან გაქცევა.

პასუხისმგებლობების გააზრება. რა თქმა უნდა, ძალიან ბევრს ვჩხუბობთ ხოლმე, მაგრამ რაც უფრო წლები გადის, ურთიერთობა ბევრად მყარი, ნამდვილი და ჯანსაღია“. – წერს სალომე.