რას ამბობს პიტბულის მიერ დაკბენილი 2 წლის ბავშვის დედა

261

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მერიაში, 16 დეკემბერს, ძაღლმა ორი მცირეწლოვანი, ძმები – ნიკოლოზ და ლაზარე ნაკაშიძეები დაკბინა. 2 წლის ლაზარეს რამდენი ურთულესი ოპერაცია ჩაუტარდა, ერთ-ერთი ბოლო ოპერაცია, რომელიც დაახლოებით, ერთი კვირის წინ ჩატარდა, გართულებების გარეშე დასრულდა. 2 წლის ლაზარე ახლა ექიმების დაკვირვების ქვეშაა.

ლაზარეს დედა, ლიკა ხამათაშვილი სოციალური ქსელის მეშვეობით, შვილის ჯანმრთელობის შესახებ სიახლებს პერიოდულად უზიარებს საზოგადოებას და ამასთან, ექიმებს, რომლებმაც ლაზარეს გადასარჩენად ძალისხმევა არ დაიშურეს, სამადლობელ პოსტს უძღვნის.

ამჯერად, ლიკა ხამათაშვილი ემოციურ პოსტს აქვეყნებს.

“ბატონო ალექსი ექიმო!

გმადლობთ თქვენი მგრძნობიარე და პროფესიონალური დამოკიდებულებისთვის, თბილი ატმოსფეროსთვის, რომელიც ცხოვრობს თქვენს განყოფილებაში.🫂

გულით მადლობას გიხდით და გისურვებთ შემდგომ პროფესიულ წარმატებებს და ღირსეულ ჯილდოს თქვენი შრომისთვის!

უამრავი მადლობა ჩემი ლაზარეს სითბოსთვის და მზრუნველობისთვის

მინდა გამოგიხატოთ მადლობა, ბედნიერი ცხოვრება მრავალი წლის განმავლობაში, საუკეთესო ექიმს მსოფლიოში. ლაზარეს საყვარელი ალექსი ექიმი, – ამბობს ლიკა ხამათაშვილი.