გოჩა ჩერტკოევის რძალი მართლმადიდებლურად მოინათლა – ნახეთ როგორ ემზადებოდა ოჯახი ქართული ქორწილისთვის (ვიდეო)

276

გოჩა ჩერტკოევისა და შორენა ჩერტკოევას ვაჟის ქორწილზე საზოგადოება დიდი ხნის განმავლობაში განიხილავდა.

„პრაიმშოუს“ მაყურებელმა ულამაზესი  ქორწილის სამზადისი იხილა.

„ოჯახში ყველამ ერთად მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ქართული ქორწილი გაგვეკეთებინა. ლევანს არანაირი შეხება არ აქვს საქართველოსთან. ამერიკაშია გაზრდილი, პირველად „ცეკვავენ ვარსკვლავები“ რომ დაიწყო, მაშინ ჩამოვიდა საქართველოში. ამიტომ გადავწყვიტეთ რომ მარტო ქორწილი კი არა, ქართული ქორწილი გაგვეკეთებინა“. – აღნიშნა გოჩამ.

შორენა ჩერტკოევამ კი აღნიშნა, რომ არ ღელავდა ქორწილის წინ,

„უბრალოდ მუცელში პეპლები მაქვს. მინდა, რომ ყველაფერმა კარგად ჩაიაროს“.

შენონი, იმისთვის რომ ჯვარი დაეწერა სამებაში, მართლმადიდებლურად მოინათლა.

ის ამბობს, რომ არ იყო მისთვის რთული მართლმადიდებლურად მონათვლის გადაწყვეტილების მიღება.

 „ვიცი, რომ ეს არის ჩემი და ლევანის საერთო მომავლისკენ გადადგმული ნაბიჯი. შვილების გაზრდასაც ასე ვაპირებთ“.  – ამბობს შენონი.

შენონი და ლევანი ქორწილის ამერიკაში გადახდასაც გეგმავენ.