მწერალი და ჟურნალისტი, ნესტან ნენე კვინიკაძე, სოციალურ ქსელში, ნარკოტიკებთან და ნარკომომხმარებლებთან დაკავშირებით პოსტს აქვეყნებს.
„ცუდი ტონი ამ თემაზე ლაპარაკი კი არა, – ეს ყბადაღებული და დანაშაულებრივი დუმილია.
ნარკოტიკი არის ის, რაც გართმევს ნაღდს და გაჩეჩებს ტყუილს. სირცხვილი და ქაჯობაა ნარკოტიკის რომანტიზება;
დღემდე აქტუალურია აზრი, რომ თითქოს, კონკრეტული არტისტები ნარკოტიკის მოხმარებამ აქცია სუპერგმირებად.
ტყუილია! ისინი ისედაც მაგრები იყვნენ და უფრო მაგრებიც იქნებოდნენ ნარკოტიკის გარეშე.