„არცერთი წუთით არ მწყდება გული“ – ია ფარულავას გადაცემა „ფორმულაზე“ დაიხურა

349

ია ფარულავას გადაცემა „ფორმულაზე“ იხურება. ამის შესახებ ტელეწამყვანი და მსახიობი სოციალურ ქსელში წერს.

„გადაცემა „მოდი ვილაპარაკოთ ია ფარულავასთან ერთად“ „ფორმულაზე“ იქნება თებერვლის ბოლომდე. არხის სტრატეგია იცვლება და გასართობი გადაცემები იხურება. დიდი მადლობა ვინც მუშაობდა ჯერ „ია ფარულავას კონვერტზე“ და შემდეგ ამ ახალ პროექტში, სადაც მაყურებელს უფრო მოვეწონე.

დიდი მადლობა არხის ხელმძღვანელობას. წარამტებებს ვუსურვებ არხს და იცოდეთ, არცერთი წუთით არ მწყდება გული, რადგან ასეთია ეს ბიზნესი“, – წერს ია ფარულავა სოციალურ ქსელში.