“როგორ არ უნდა ვიყო ბედნიერი, ამდენი შვილიშვილი მყავს“ – 103 წლის აჭარელი ბებო

260

103 წლის აჭარელი ულფეთ ხიმშიაშვილი „დილა მშვიდობისა საქართველოს“ სიუჟეტში, ახალგაზრდობის წლებზე გვიყვება.

მას 4 შვილი, 15 შვილიშვილი, 31 შვილთაშვილი და 19 შვილთაშვილის შვილი ჰყავს.
„მე ვარ ულფეთ ხიმშიაშვილი 103 წლის, ახლანდელი ცხოვრება კარგია, ჩაცმა გინდა, ჭამა, ყველაფერი. მაშინ მალე ათხოვებდნენ, 16 წლისას, ძველი წესი იყო. ახლა 25-30 წლის თხოვდებიან. ოთხი კლასი მაქვს დამთავრებული, მაშინ გინდ გესწავლა გინდ არა, ფერმაში ვმუშაობდი ახალგაზრდობაში. კარგი იყო ბავშვობა, სოფელი მენატრება შუახევში. ბედნიერი ვარ, ამდენი შვილიშვილი მყავს“, – ამბობს ულფეთ ხიმშიაშვილი.