“ამის შანსი არ მექნებოდა, რა თამამი ვარ“ – მურო გაგოშიძის და თიკა ფაცაციას შესანიშნავი „ლაზური“ და აღფრთოვანებული აუდიტორია
მოდელი და ტელეწამყვანი თიკა ფაცაცია ანსამბლ „სუხიშვილების“ სოლისტ მურო გაგოშიძესთან ერთად აცეკვდა. ექსპრომტად დადგმული ცეკვის მონაკვეთს „რუსთავი 2“-ის მუსიკალური გადაცემა „გვაჩვენე შენი ხმა“ სოციალურ ქსელში ავრცელებს.
როგორც გადაცემის ანონსიდან ირკვევა, მურო გაგოშიძე დღევანდელ გადაცემაში მოთამაშის როლში იქნება.
სტუმრის წარდგენის დროს, თიკა ფაცაცია „ლაზურის“ მოტივებზე აცეკვდა, რა დროსაც, რა თქმა უნდა, მას მურო გაგოშიძემაც მხარი აუბა:
„რა მაგარია.. ამის შანსი არ მექნებოდა, რა თამამი ვარ“, – აღნიშნავს თიკა ცეკვის დროს.