„უნდა მოხერხდეს დაფინანსების მოძიება“ – როდის ვიხილავთ „ჩემი ცოლის დაქალების“ მე-20 სეზონს

155

ტელეკომპანია „ფორმულა“ თებერვლისა და მარტის განმავლობაში ფორმატს შეიცვლის და მიმდინარე სატელევიზიო სეზონზე მთლიანად საინფორმაციო-ანალიტიკური შინაარსის გახდება. ფორმატის ცვლილების გამო, გარკვეული გადაცემები აღნიშნულ ტელეარხზე აღარ გავა.

რა ბედი ელის სერიალ „ჩემი ცოლის დაქალებს“, რომლის მე-19 სეზონიც პარასკევს სრულდება და როდის დაბრუნდება ის ახალი სეზონით ტელესივრცეში – „ფორტუნა“ სერიალის პროდიუსერს, ირაკლი საღინაძეს ესაუბრა:

„ჩემი ცოლის დაქალების“ მე-20 სეზონს აუცილებლად ვიხილავთ, მაგრამ, სამწუხაროდ, ჯერ არ ვიცით როდის.

შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე პაუზა იქნება, არხი აქცენტს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ თოქ-შოუებზე და ნიუსზე აკეთებს, აქედან გამომდინარე, ის მწირი რესურსი, რომელიც გვაქვს, სწორედ აქეთ მიემართება ბოლომდე, შესაბამისად, დანარჩენი კონტენტი, მათ შორის „ჩემი ცოლის დაქალებიც“ კომერციულ საწყისებზე იქნება.

უნდა მოხერხდეს მათი დაფინანსების მოძიება, ამაზე მუშაობა დაწყებულია. ზუსტი ვადები არ ვიცით, მაგრამ სერიალი არ დასრულდება, რაღაც პაუზის შემდეგ აუცილებლად გაგრძელდება. მე-20 სეზონის დაწყება მარტიდან გვქონდა დაგეგმილი“, – უთხრა ირაკლი საღინაძემ „ფორტუნას“.