ალექსანდრე ჯეჯელავა გადაცემის „დღის პოსტი“ სტუმარი იყო.
ჯეჯელავამ გადაცემაში გარკვეული რჩევები გასცა და აღნიშნა, რომ ადამიანმა აუცილებლად უნდა გარისკოს.
„ნამდვილი გმირობაა, პირველი ნაბიჯი გადადგა, როდესაც კიბე ჯერ არ ჩანს. ანუ პირველ ნაბიჯს დგამ უფსკრულში, იმიტომ რომ იქ არ ჩანს კიბე არის, თუ არ არის.
შეიძლება ამ პირველ ნაბიჯს გულის ტკივილი და წაქცევა მოჰყვეს.
თუ ამ ნაბიჯებს არ დგამ და ამბობ, რომ გარანტირებული მომიტანეთ, მაშინ პატარა კიბეები იქნება. უნდა გარისკო რა.
აი ესაა მოტივაცია. ოჯახმა შეუქმნა მოტივაცია და გარემო, ჩაუდო ტვინში, რომ მას უნდა იურისტობა, ექიმობა…ადამიანი ხვდება, რომ სიამოვნება პროცესში არ არის, არ მოვიდა ეს ხალისი,“ – აღნიშნა ჯეჯელავამ.