ნინო ბაშარულმა თურქეთში ახლახან ფილტვებზე ოპერაცია გაიკეთა, რეაბილიტაციის პროცესიც გაიარა და ახლა საინტერესო გეგმები აქვს. განვლილი პერიოდისა და გეგმების შესახებ ის ჟურნალ „თბილისელებს“ ესაუბრა:
„თურმე ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენს ხელახლა დაბადებას. ჩემში მნიშვნელოვანი გარდასახვა მოხდა. ოპერაციის შემდეგ ბევრი რამ სხვა თვალით დავინახე. დღეს კი, ჩემს დაბადების დღეზე კიდეც უფრო მნიშვნელოვანი ამ მოხდა – გავაცნობიერე, რატომ დავიბადე, რა არის ჩემი ცხოვრების მთავარი დანიშნულება. თურმე,ა მის გასააზრებლად ადამიანმა ძალიან ბევრი განსაცდელი უნდა გამოიარო. იშვიათად, რომ ვინმე ამაში მარტივად გაერკვეს.
მე 44 წლის ასაკში გავიგე, რომ თანდაყოლილი ფილტვის მანკი მქონდა. მანამდე ძალიან ვწვალობდი, ვიტანჯებოდი ფილტვების ანთებებით. ეს არ იყო შემთხვევითი. ალბათ, უნდა გამევლო ეს გზა, უნდა მემუშავა იმისთვის, რომ ძლიერი ვყოფილიყავი და ჩემი მთავარი დანიშნულება გამეცნობიერებინა – პირველ რიგში, კარგი დედა უნდა ვიყო. ამის შემდეგ აუცილებლად უნდა შევქმნა საკუთარი მუსიკა.. ვფიქრობ, სიმღერამ გადამარჩინა, მეგობრებიც მეხუმრებიან, რომ არ გემღერა, ალბათ, გადაგეწვებოდაო (იცინის). სიმღერის დროს ფილტვები აქტიურად მუშაობს, სწორად სუნთქვავს და ეს ორგანო თავის ფუნქციას აქტიურად ასრულებს…“