“არ დაალპო სოფელში სახლი, აჩუქე იმას ვინც გააცოცხლებს მას!”

166

მსახიობი ედმონდ მინაშვილი სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს.

“ბევრია მსურველი ვისაც სოფელში უნდა ცხოვრება, მაგრამ არ აქვს სახლი. ახლა მოგმართავთ იმათ, ვისაც სოფლის სახლები წლებია მიტოვებული გაქვთ და არც აპირებთ იქ ცხოვრებას: აჩუქეთ თქვენი ეკალ-ბარდებად ქცეული სახლები იმ ადამიანებს, ვისაც სოფელში ცხოვრება უნდათ ან სიმბოლურ ფასად მიჰყიდეთ მაინც, ასე ნელ-ნელა ხალხი დაბრუნდება სოფლებში. სამწუხაროდ, ბევრი ადამიანის “დაცემული” ბუნება ისეთია, სხვას არ მისცემს, არც გაყიდის რომც დაინგრეს მაინც, ასე უპატრონოდ მიაგდებს და ოდნავადაც არ ადარდებს იქაურობა. იმედია ვცდები და გამოჩნდებიან ისეთები, რომლებიც დაამტკიცებენ, რომ მე ვცდები! “არ დაალპო სოფელში სახლი, აჩუქე იმას ვინც გააცოცხლებს მას!””