“ჩემს ცხოვრებაში გაუპატიურების თემა რომ არ ყოფილიყო, ისევ ისეთი გულუბრყვილო ვიქნებოდი როგორიც ვიყავი”
ინფლუესერი, თამო ვაშალომიძე ჟურნალ „თბილისელებთან“ ამბობს:
„რაც არ უნდა იყოს, წარსულში ვერაფერს შეცვლი. შეცვლა რომ შეიძლებოდეს, გაუპატიურების თემას ამოვიღებდი ჩემი ცხოვრებიდან, არ გავიცნობდი იმ ადამიანს, არ მივიღებდი იმ ფსიქოლოგიურ ტრავმას, რაც მივიღე. თუმცა, ეს რომ არ ყოფილიყო ჩემს ცხოვრებაში, ვერ გავხდებოდი შინაგანად ისეთი ძლიერი, როგორიც ახლა ვარ. ისევ ისეთი გულუბრყვილო ვიქნებოდი, როგორიც ვიყავი, ამიტომ არაფერს არ შევცვლიდი.
რაც შემეხება მე, წმიდანი არ ვარ, მაგრამ ცხოვრებაში ისეთი არაფერი გამიკეთებია, რომ ვინმე დამეზიანებინა. სამწუხაროდ, საკუთარი თავი დამიზიანებია ჩემი ქცევებით.“