ნუცა ქავთარაძე და აჩიკო სოლოღაშვილი შვილს ძიძის გარეშე ზრდიან

384

ტელესახე ნუცა ქავთარაძე ჟურნალ „თბილისელებთან“ საუბრობს. ის აღნიშნავს, რომ მეუღლესთან, აჩიკო სოლოღაშვილთან ბავშვზე ზრუნვას თანაბრად ინაწილებს. მათ გადაწყვიტეს, რომ პატარა სანი ძიძის დახმარების გარეშე აღეზარდათ.

ნუცა ქავთარაძე:

„მართლა არ მაქვს კონკრეტული მიზეზი, მაგრამ ზუსტად მახსოვს, რომ ხუთი თვის ორსულმა ვთქვი, ძიძა არ მინდა-მეთქი. ვხუმრობ ხოლმე, მერი პოპინსი თუ დამეცემა თავზე, კი ბატონო, მაგრამ მაინც დარწმუნებული ვარ, რომ იმას, რასაც დედა მისცემს შვილს, სხვა ვერავინ შეძლებს და ამიტომ მინდა, მაქსიმალურად დიდი დრო გაატაროს მშობლებთან ერთად. როცა ძიძაა, მგონია, რომ დედ-მამა მეტ-ნაკლებად დუნდება. ამ პროფესიის წარმომადგენლებს დიდ პატივს ვცემ, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ ჩემი შვილი არ არის ჩემზე მოჯაჭვული, მე ნამდვილად ვარ მასზე მიჯაჭვული. ჯერ გამოგვდის, რა იქნება მერე, ამაზე ჯერ არ მაქვს პასუხი. უბრალოდ, ვიმედოვნებ, რომ სანის ბაღში წასვლამდე ასე გაგრძელდება“.