“ვიყავი ორსულად, მომეშალა მუცელი გავსუქდი ძალიან, ვარ განადგურებული“

ნუკი კოშკელიშვილი „შუა დღის“ ეთერში საუბრობს როგორ გაუმკლავდა სოციალურ ქსელში წამოსულ კრიტიკას, როდესაც მის ცხოვრებაში ერთ-ერთი უმძიმესი პერიოდი იყო.

„ვიყავი ორსულად, მომეშალა მუცელი, გავსუქდი ძალიან. ვხედავ, რომ არ ვარ ისეთ ხასიათზე, რომ სხვები გავართო. ვარ ჰორმონებზე, მუცელმოშლილი, განადგურებული. ამ დროს ვიღაცეები მწერენ, რას გავს, მოეშლებოდა მუცელი აბა რა, რო დარბოდა. ყველას ჰქონია, რომ შენ რომ რაღაცას აკეთებ იმან უკეთესად იცის. ესეც პირანიები არია, რომლებიც ალბათ დაბრკოლებად მიგაჩნია… თურმე, მე რომ მუცელი მომეშალა, ყოველ მეოთხე ქალს  ჰქონია ეს პრობლემა, მაგრამ ამაზე არ საუბრობენ…“, – ამბობს ნუკი.

 

ასევე იხილეთ