“ხვალ ჩემი ონავარი ბიძა 55 წლის გახდება“

249

16 თებერვალს ზურა ბერიკაშვილის დაბადების დღეა. მსახიობს 55 წელი შეუსრულდება. ამასთან დაკავშირებით, მისი დისშვილი, ანო მაისურაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

„ხვალ ჩემი ონავარი ბიძა 55 წლის გახდება! ბევრ დაბადების დღეს აღვნიშნავთ ერთად, აუცილებლად, გვიყვარხარ“, – წერს ანო მაისურაძე.

ცნობისთვის, ზურა ბერიკაშვილი გერმანიის ერთ-ერთ კლინიკაში იმყოფება.