“ყველამ იცოდა, რომ ეს ნარცისი ნავალნის სიკვდილის სფოთლაითშიც ფეხის ჩაყოფას შეეცდებოდა”

193

ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, თამარ ჩერგოლეიშვილი რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის გარდაცვალებაზე მიხეილ სააკაშვილის განცხადებას გამოეხმაურა

„ჩემს გარემოცვაში, ჩემს ყველა

ჩეთში, ყველამ, უკლებლივ ყველამ წინასწარ იცოდა რომ ეს ნარცისი ნავალნის სიკვდილის სფოთლაითშიც ფეხის ჩაყოფას შეეცდებოდა“,- წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.

ცნობისთვის, მსჯავრდადებულმა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა:

პუტინმა ციხეში მოკლა ალექსეი ნავალნი. შარშან ნავალნიმ ციხიდან ჩემს მხარდასაჭერად წერილი გამოაგზავნა. პუტინი ნავალნის მე ხშირად მადარებდა და, რა თქმა უნდა, ერთიანად ვეზიზღებოდით.

შარშან პუტინის დავალებით ოლიგარქის პრორუსულმა რეჟიმმა მომწამლა ციხეში და მაშინ ღმერთმა გადამარჩინა. რა თქმა უნდა, ივანიშვილს ხელი არ აუღია პუტინის დავალების შესრულებაზე და მეც ნავალნის მსგავსად ბოლომდე ვიბრძოლებ პუტინიზმის დამარცხებისთვის საქართველოში – წერს სააკაშვილი.