“ოპერაციის შემდეგ, ის დათო ევგენიძე რომელთანაც ნინომ ამდენი ხანი იცხოვრა, ჯერ კიდევ დაბრუნებული არ არის”
მუსიკოსი დათო ევგენიძე მეუღლესთან ნინო ჟვანიასთან ერთად ,,იმედის დღის” სტუმარი იყო, რომლის ეთერშიც ცოლ-ქმარმა სიყვარულსა და ოჯახურ ურთიერთობაზე ისაუბრა.
დათო ევგენიძე აქამდე უცნობ დეტალებზე საუბრობს და ამბობს, რომ მეუღლის მიმართ სიყვარული დროის გასვლის მიუხედავად არასდროს განელებია.
მუსიკოსის თქმით, თვე ისე არ გავა, რომ ნინოს ყვავილები, უმეტესად ვარდები არ მიართვას.
„დროს აქვს ეს თვისება – ის გატარებს, შენ კი არ ატარებ დროს…ოპერაციის შემდეგ, ის დათო ევგენიძე რომელთანაც ნინომ ამდენი ხანი იცხოვრა, ჯერ კიდევ დაბრუნებული არ არის”, – საუბრობს დათო ევგენიძე.