“ბენმა ხაჭაპურის გამოცხობა ისწავლა“

238

ნუკი კოშკელიშვილი მეუღლესთან ბენ ჩეიმთან ერთად „ღამის შოუს“ ესტუმრა.

ნუკიმ აღნიშნა, რომ მეუღლესა და მეგობრებს ძალიან მოსწონთ მისი გაკეთებული ქართული კერძები: „ვამზადებ ჩურჩხელებს, ხინკალს, გოზინაყს, აჭარულ ხაჭაპურს, ფხალეულს, სააღდგომოდ – ჩაქაფულს. სხვათა შორის, ბენმა ისწავლა ქართული საჭმლის მომზადება და გუშინ ხაჭაპური გამოაცხო, ცომსაც თავად ზელს…“

როგორც ბენმა აღნიშნა, სიამოვნებით იცხოვრებდა საქართველოში.