„9 აპრილის სიმბოლო „გოგო დროშით“, „წიგნიერების გამავრცელებელი საზოგადოების“ ელჩი გახდა“

188

„წიგნიერების გამავრცელებელი საზოგადოების“ მორიგი ელჩი 9 აპრილის მოვლენების სიმბოლოდ ქცეული მარი ნანა მახარაძე გახდა. ამის შესახებ ინფორმაციას მწერალი, „ბიბლუსის“ შემოქმედებითი დირექტორი გიორგი კეკელიძე ავრცელებს

„დღეს ჩვენი მოძრაობის ელჩი, 9 აპრილის ერთ-ერთი სიმბოლო, „გოგო დროშით”, ნანა მახარაძე გახდა. ნანა ჩვენი გულშემატკივარი და მეგობარია. წიგნიერება კი დამოუკიდებლობის ძირითადი ინსტრუმენტი გახლავთ“, – წერს გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში.