“გიორგის გარდაცვალებამდე ჩემდაუნებურად წარმოვიდგინე რომ ვიყავი ჭირისუფალი და მერე მოხდა ეს ტრაგედია“

390

მომღერალი ელენე ფოჩხუა გადაცემაში „დღის პოსტი“ იმყოფებოდა სტუმრად, სადაც სიზმრებზე და ჯადოზე ისაუბრა. მისივე თქმით, ბოლო პერიოდში ცდილობს სიზმრებს ყურადღება აღარ მიაქციოს.

„თუ ჩემს ირგვლივ რამე ცუდი ხდება, წინა ღამეს მესიზმრება ჩემი ძირი სახლი, სადაც დავიბადე და გავიზარდე. ეს მაქვს დაცდილი და როდესაც სიზმარში ამ სახლს ვნახავ მეორე დრეს როდესაც ვიღვიძებ, სულ ვფიქრობ დღეს ნეტავ რამე ცუდი არ გავიგო მეთქი.

როცა ჩემი ძმის ამბავი მოხდა, მთელი 1 თვის განმავლობაში, ყოველ ღამე ჩვენი ძირი სახლი მესიზმრებოდა. შემდეგ მოხდა გიორგის ამბავიც.

თუ სიზმარში სისხლი დამესიზმრა, ესეც ცუდად მისრულდება..

სანამ ჩემი ძმის საშინელ ამბავს გავიგებდი, ასე 10 დღით ადრე ჩემდაუნებურად წარმოვიდგინე რომ ვიყავი ჭირისუფალი და მერე მოხდა ეს ტრაგედია…“, – ამბობს ელენე ფოჩხუა.