“ჩემი აზრით ვიზუალურადაც საკმაოდ ეშხიანია და ფილერგადამსკდარ, წამწამებმიკრულ კრასოტკებს მინიმუმ ჭკვიანი მზერით და ღიმილით სჯობს”

ბლოგერი, გურამ შეროზია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და “მის გერმანია 2024”-ის გამარჯვებულის, 39 წლის აპამეჰ შიონაუერის შესახებ წერს.

“აპამე შონაუერი – მის გერმანია 2024. შეესია ამ ქალს მთელი ერი, არა და ეს სილამაზის კონკურსი არაა.

აპამე არის ირანელი, კი იცით, რა პირობებში უწევთ ქალებს ირანში ცხოვრება, ჰოდა თან აქტივისტია, თან წარმატებული ქალი, გერმანიაში ცხობრობს წლებია და კონკურსიც სწორედ იმაზეა, თუ ვინ რა წარმატებას მიაღწია და არა სილელურ ცხვირ-ტუჩ-ძუძუ სტანდარტებზე, რომელიც დღეს ყველას შეუძლია პლასტიკური ქირურგიის დახმარებით.

თუმცა ჩემი აზრით ვიზუალურადაც საკმაოდ ეშხიანია და ფილერგადამსკდარ, წამწამებმიკრულ კრასოტკებს მინიმუმ ჭკვიანი მზერით და ღიმილით სჯობს.

აჰა, სხვებიც აქ არიან, მეორე ფოტო ნახეთ.

პ.ს. წამწამებით ცაში ღრუბლებს რომ ფანტავთ ეგ საზოგადოება ნუ შემომესევით, პარალელი იყო უბრალოდ  თქვენ მოგწონდეთ მთავარია”, – წერს ბლოგერი.

ცნობისთვის, “მის გერმანია 2024”-ის გამარჯვებული ორი შვილის დედა, 39 წლის ბერლინელი არქიტეტორი აპამეჰ შიონაუერი გახდა.

ასევე იხილეთ