“მივატოვე ევროპაში უზრუნველი ცხოვრება, რომ მისი სიცოცხლის ბოლო 12 წელი დედის გვერდზე მეცხოვრა”

378

ოპერის მომღერალი თამარ ივერი სოციალურ ქსელში დედაზე ემოციურ სტატუსს აქვეყნებს:

ეს კლიპი გერმანიის ტელევიზიაში გავიდა და დიდი გამოხმაურება ჰქონდა.

შობა ახლოვდება და შვილები მამას ზოგი ავტომოპასუხით,ზოგი სმს ით ატყობინებენ რომ სამსახურიდან ვერ თავისუფლდება ა.შ და ვერ ახერხებს მის ნახვას საშობაოდ.მოხუცი მამა მოიგონებს მის სიკვდილს და დაარიგებს ყველა მათგანის სამსახურში.მაშინ დაყრიან ყველა მის საქმეს და სასწრაფოდ ჩავლენ მამასთან მის “დასაკრძალად”.მოხუცი კი დაახვედრებთ სავსე მაგიდას და ეტყვით.

მაპატიეთ,მაგრამ სხვა ვერაფერი მოვიგონე,იმისთვის რომ ბოლობოლო ერთად შემეყარეთ”-ო. ეს ყველაფერი მართლაც დღევანდელობის გლობალური ტრაგედიაა რომ შვილებს მათი მოხუცი მშობლებისთვის აღარ აცალიათ.

  პირადად მე მივატოვე ევროპაში უზრუნველი ცხოვრება,იმისთვის რომ მისი სიცოცხლის ბოლო 12 წელი დედის გვერდზე მეცხოვრა და ის მომვლელების ამარა არ დამეტოვებინა.ეს ჩემის მხრიდან დიდ სიყვარულთან ერთად,იმ უდიდესი ამაგის დაფასებაც იყო,რაც დედამ ჩემთვის გასწია – წერს თამარ ივერი.