ბაიარ შაჰინის შვილები 6 მარტს საქართველოში კონცერტს გამართავენ

182

ცნობილი მუსიკოსის, ბაიარ შაჰინის შვილები 6 მარტს თბილისში კონცერტს გამართავენ.

ტრიო „სამი და“ , 6 მარტს,  ზუსტად ერთი დღით ჩამოდის საქართველოში და იუნუს ემრეს სახელობის ინსტიტუტის ორგანიზებით, კონცერტს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დარბაზში გამართავს. კონცერტზე დასწრება თავისუფალია.

ტრიო „სამი და“ 2016 წელს შეიქმნა. წევრები არიან: იუდუმ, დამილა და თამარა შაჰინები. ქართული პოლიფონიით  გაჯერებულ რეპერტუარში აქვთ ქართული, ლაზური, მეგრული და თურქული სიმღერები.  ასევე განსხვავებული ინტერპრეტაციით  ასრულებენ სხვა ხალხების მუსიკას. 

ბაიარ შაჰინის ქალიშვილების, იუდიმის, დამლას და თამარას მთავარ მიზანს ანსამბლის შექმნისას წარმოადგენდა ქართული სიმღერისათვის დამახასიათებელი მრავალხმიანობის შენარჩუნება დაპოლიფონიურობის გამოყენება თურქულ ხალხურსიმღერებში. „სამი და“ ძირითადად ქართულ სიმღერებს ასრულებს.

კონცერტი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის I კორპუსის საკონცერტო დარბაზში გაიმართება.