თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა საზანოში უდიდესი ტრაგედია დატრიალდა. მდინარე ძუსაში ოთხი ადამიანი დაიხრჩო. დაღუპულებს შორის არიან საზანოში მცხოვრები მამა, მისი ქალიშვილი და გოგონას მეგობრები, რომლებიც სოფელში სტუმრად ჭიათურიდან იყვნენ ჩასულები.
“შენც კარგად იცოდი რომ ასეთი პოსტები არ მიყვარდა, მაგრამ თურმე რამხელა ტკივილი ყოფილხარ, ჩემო ციმციმა ვარსკვლავო. რამდენი მოგონება დამიტოვე მომენატრება ჩვენი ქუჩაში ბოლო ხმაზე სიცილი მთელი ქალაქის ყურადღებას რომ ვიქცევდით. ვისთან ერთად ვიჩხუბო და გადავეყარო შარს, ვის მოვუყვე ის ამბები და მერე ვისთან ერთად ვიღადაო მარტო მოგონებები დამიტოვე, მაგრამ რად მინდა, შენ თუ არ მყავხარ გვერდით.
ამდენი სიხარულის შემდეგ ამხელა ტკივილი მომაყენე და კარგად იცი, რომ ამას ვერ შევეგუები. ყველაზე მეტად შენ მჭირდები ჩემო ანგელოზო ხშირად დაგელაპარაკები მაგრამ პასუხებს ვერ მოვისმენ, შენ ხმას ვერ გავიგონებ აღარავინ მეტყვის, თათი შენ გარდა არავისთვის არ მითქვამს, პირველი შენ გამახსენდი. ჩვენი განსაკუთრებული დუო აღარ იქნება, რომელიც მთელ ქალაქს გადაატრიალებდა ერთ დროს”, – წერს სოციალურ ქსელში ელენე შუკაკიძის მეგობარი.