“ერთ დღეს სკოლიდან მირეკავენ, დირექტორმა დაგიბარათო”

230

მსახიობი და ტელეწამყვანი სალომე შარვაძე და მომღერალი თიკა ჯამბურია გადაცემა „ჩვენ ოჯახს“ სტუმრობდნენ, სადაც შვილებთან ერთად სახალისო ისტორიები გაიხსენეს.

„დედაჩემმა 12 წლის ვიყავიკ, რომ მარტო გამიშვა იმხელა გზაზე.. დამოუკიდებლობა მასწავლა და ძალიან მაგარია. ნინასაც ვცდილობ, რომ მაქსიმალურად ყველგან გავუშვა და ისწავლოს დამოუკიდებელი ცხოვრება. ახლახან დაიწყო მეგობრებთან ერთად მარტო სიარული და წიწაკის სპრეი ჩავუდე ჩანთაში.. მაინც ჰქონდეს.

ერთ დღეს სკოლიდან მირეკავენ, დირექტორმა დაგიბარათო. თურმე ამოუღია წიწაკის სპრეი, გაუსხია კლასში და ყველა ცუდად გახდა.. დამტუქსეს სკოლაში“, – ამბობს თიკა ჯამბურია.