“შვეიცარიაში გამაჩერა ბიჭმა და და ჩვენს ახალ ფეხსაცმელზე მკითხა, ეს ბალენსიაგა სად იყიდე?”

2,950

ესპანური მოდის სახლი Balenciaga-ს კრეატიული დირექტორი, ქართველი დიზაინერი დემნა გვასალია სოციალურ ქსელში წერს, რომ ყველაზე მეტად უცნობი ადამიანების მხრიდან მის მიერ შექმნილი სამოსის მიმართ გამოჩენილი ყურადღება სიამოვნებს.

“უცხო ადამიანები ხშირად მოდიან და მეუბნებიან, რომ მოსწონთ ჩემი ხედვა და რასაც ვაკეთებ, მაგრამ ყველაზე დიდ კომპლიმენტად ვიღებ, როცა ისე მაჩერებენ, რომ წარმოდგენა არ აქვთ ვინ ვარ. შვეიცარიაში გამაჩერა ბიჭმა და ჩვენს ახალ ფეხსაცმელზე, რომელიც იმ დღეს საცდელად მეცვა, მკითხა: “ეს ბალენსიაგა სად იყიდე?” – წერს დემნა გვასალია.